გამომცხვარი გოგრის წვნიანი

თიკოს და გიორგის რეცეპტი

06 ოქტ 2019 |

დღეს სტუმრად ვეწვიე ჩემს მეგობრებს - თიკოს და გიორგის. ვიცი რომ მათ ძალიან უყვართ კვირაობით სადილის მომზადება. თანაც ერთად. ზოგადად, ჩემი აზრით, იდეალურ ოჯახში, მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც სადილი ერთად უნდა მზადდებოდეს. ასე უფრო სახალისოა, ასე უფრო გემრიელია და ასე უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს წყვილები. მოკლედ, რამდენი ბენეფიტი აქვს სახლში მომზადებას - ურთიერთობებსაც კი ალამაზებს.

ინგრედიენტები

1,6 კგ გოგრა

მომზადება

გაახურეთ გაზქურა 190 გრადუსზე.

დაიწყეთ გოგრის მომზადება: მოაჭერით თავი და ბოლო. გაჭერით შუაზე. ამოაჭერით შიგთავსი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. დასწერეთ, რომ ეს ყვეაფერი შიგთავსს კარგად გაუჯდეს. შედგით ღუმელში 40-50 წუთით

ამასობაში 1 ს/კ ზეთში გაათბეთ ხახვი, ნიორი და ჯინჯერი. თიკო ბოლომდე არ შუშავს, მხოლოდ 5-7 წუთით ათბობს.

შემდეგ გამომცხვარი გოგრის შიგთავსი ჩაუშვით გამთბარი ბოსტნეულის ქვაბში, დაამატეთ სუნელები და დააბლენდერეთ. ბოლოს დაუმატეთ რძე ან ადუღებული წყალი.

მიღებული მასა წამოადუღეთ 5-10 წუთით.

გადმოიტანეთ თეფშებზე და გააფორმეთ გოგრს თესლითა და ცოტა პილპილით.

გაამოთ.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.