გვაკამოლე
ჩემთვის ეს კერძი უკონკურენტოა! ასარჩევად რომ მქონდეს საქმე, თუ რომელ კერძს მივირთმევდი მთელი ცხოვრება, ვიტყვი - გვაკამოლეს!
გვაკა წარმოშობით მექსიკიდანაა, თუმცა ამერიკელები მას თავისებურად ამზადებენ. მეც ამერიკულ ვერსიას გთავაზობთ. ესაა ჯანსაღი აპეტაიზერი, რომელიც მეგობრების სტუმრობის დროს ძალიან დაგეხმარებათ. თუ გსურთ, რომ კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინოთ გარშემომყოფებზე, გააკეთეთ გვაკამოლე მათი თანდასწრებით. გვაკა მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავოკადო აუცილებლად დაიწყებს გაშავებას. და მართლა, არ დაგავიწყდეთ სიმინდის ჩიფსი!
ინგრედიენტები
მომზადება
ჩანგლით დაჭყლიტეთ ავოკადო ჯამში ისე, რომ სტრუქტურა შეინარჩუნოს და შეურიეთ ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები.
ეცადეთ, რომ გვაკამოლე არ გადაიქცეს ფაფად.
გემოვნების მიხედვით:
მეტი სიმწარისთვის - დაამატეთ მწარე წიწაკა.
მეტი მძაფრი გემოსთვის - დაამატეთ ლაიმის წვენი.
მიირთვით სიმინდის ჩიფსთან ერთად!