ინგლისური საუზმე

12 აგვ 2020 |

არ აქვს მნიშვნელობა მარტო ცხოვრობთ თუ ოჯახის წევრებისთვისაც გიწევთ მომზადება - საუზმე უნდა მოამზადოთ და აუცილებლად მიირთვათ! ხშირად ამოგვიკითხავს მომხმარებელთა თხოვნები, რომ საუზმისთვის რაიმე მარტივი და ახალი გავუზიაროთ. დილით, დროის სიმცირის გამო, სიმარტივე ბევრისთვის მართლაც გადამწყვეტია, თუმცა ზოგს მსუბუქი წახემსება ურჩევნია, ზოგს კი პირიქით. მიუხედავად ამისა არის პროდუქტები, რომლებიც დილისთვის იდეალურია, ესენია: კარაქი და კვერცხი! სწორედ მათი კომბინაციით ამზადებენ ინგლისელები კვერცხს, რომელსაც მრავალფეროვნებისთვის სხვადასხვა ტოსტით აფორმებენ.


ინგრედიენტები

მომზადება

აიღეთ პატარა ზომის ქვაბი, ჩააგდეთ კარაქი და სამი კვერცხი. დაიწყეთ მორევა საშუალო ცეცხლზე, მთავარია მორევა არ შეწყვიტოთ, დაახლოებით 1-2 წუთის მერე დაიწყეთ ქვაბის გადმოდგმა 30-30 წამით, ოღონდ ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა. პარალელურად დაუმატეთ მარილი, შავი წიწაკა და ნაღები. 5-7 წუთში კვერცხი მზად იქნება. შეურიეთ დაჭრილი მწვანე ხახვი ან ტოსტს ზემოდან მოაყარეთ.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.