ჯანსაღი სალათი მორჩენილი პროდუქტებით

01 მარ 2020 |

ყველაზე მეტად არ მიყვარს საკვების გადაყრა, გაფუჭება. ამიტომ სულ ვიმარაგებ ისეთ რეცეპტებს, რომ წინა დღის და დღესასწაულებიდან მორჩენილი პროდუქტებით შევძლო ახალი კერძის შექმნა. და ისე, გამოცდილ კულინარებს ამისთვის სპეციალური რეცეპტები საერთოდ არ ჭირდებათ, ისინი ხომ მუდმივ ექსპერიმენტებს ატარებენ. მიეცით თქვენს ფანტაზიებს გასაქანი და ჩაატარეთ ექსპერიმენტები თქვენც!

ეს კერძი თავიდან ბოლომდე მორჩენილი პროდუქტებით შევქმენი. ერთ დრეს გამოვაღე მაცივარი, და რაც იყო დარჩენილი ყველაფერი გამოვიყენე. მათ შორის ბაჟესთვის განკუთვნილი გატარებული ნიგოზი :)

ინგრედიენტები

მომზადება

ადუღებულ წყალში მოათავსეთ ბრუსელური და ყვავილოვანი კომბოსო, ასევე ბროკოლი. მოწალეტ 3 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ წყალი და კარგად გააშრეთ ბოსტნეული. შეგიძლიათ ზეთში მობრაწოთ, მაგრამ მე ამჯერად უფრო ჯანსაღ გზას ვირჩევ და მოხარშულით ვკმაყოფილდები.

მოათავსეთ ბოსტნეული საბოლოო ჯამში, დაამატეთ დაჭრილი სტაფილო და მწვანე ხახვი, აურიეთ და ბოლოს მოაყარეტ გატარებული ნიგოზი. მარილი და პილპილი გემოვნებით.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.