კაკაოს მუსი ბავშვებისთვის
თუ ფანტაზია გამოგელიათ და აღარ იცით როგორი კომბინაციით შესთავაზოთ თქვენ პატარას ახალი ხილი ან რაიმე სხვა ინგრედიენტი ეს მუსი დამდვილად დაეხმარებათ. გემრიელი მუსის საშუალებით, რომელიც ძალიან გავს შოკოლადს, თქვენი ბავშვი მიიღებს ავოკადოს, ფინიკს და ბანანს. კაკაოს გემო კი მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ნუ შეგეშინდებათ ნატურალური კაკაოს ფხვნილის, 1 ჩაის კოვზი სავსებით ნორმალურია 12-18 თვის ბავშვისთვის. თუ რა თქმა უნდა ბავშვს ალერგიული ფონი არ აქვს. თან გახსოვდეთ კაკაოს ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს, მთავარია დავიცვათ დოზა.
ინგრედიენტები
მომზადება
დაჭერით ნახევარი ავოკადო და მწიფე ბანანი, ფინიკს გამოაცალეთ კურკა. მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი და ნახევარი ჭიქა ნებისმიერი წვენი ან კომპოტი. მე ალუბლის წვენი გამოვიყენე. ასევე მოუხდება მარწყვის და ბანანის წვენი. ბოლოს ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ და უგემრიელესი მუსი მზად არის. გემრიელად მიირთვით ბავშვებო და მშობლებო :)