ქათმის წვნიანი ქოქოსის რძით

03 ოქტ 2019 |

ქოქოსის რძის წვნიანს ჩემი მეუღლე უკვე დიდი ხანია ზღვის პროდუქტებთან ერთად ამზადებს. ჩვენი სამეგობროს საყვარელი კერძია!!! ერთხელაც მრავალფეროვნებისთვის ზღვის პროდუქტები ქათმით ჩავანაცვლეთ და მივხვდით, რომ ისიც არანაკლებ გვიყვარს. ეგზოტიკური და უცხო წვნიანის მოსამზადებლად არაა აუცილებელი ძვირადღიღებულ რესტორნებს ეწვიოთ; ნურც ქოქოსის რძე დაგაფრთხობთ, ყველგან იყიდება! კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სახლში უკეთესია!!!

ინგრედიენტები

მომზადება

კერძის მოსამზადებლად დაგჭრდებათ დაახლოებით 45 წუთი.

პირველ რიგში საშუალო ზომის ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი და დაელოდეთ სანამ ხახვი არ გახდება კარამელიზირებული. ქათმის დროა! მოათავსეთ ხახვთან ერთად პატარა კუბებად დაჭრილი ქათმის ხორცი და 10 წუთი გააჩერეთ სანამ ხორციც არ გახდება ოქროსფერი. დაუმატეთ როზმარინი.

ამის შემდეგ ქათამს დაუმატეთ კანგაცლილი პომიდორი და მოშუშეთ დაახლოებით 10 წუთი. როდესაც პომიდორიც მოიშუშება დაასხით ქოქოსის რძე, 3-4 წუთის შემდეგ შეურიეთ ნაღები, რომ წვნიანი უფრო ბლანტი გახდეს. ცოტა ხანში მოაყარეთ მწვანილი, მარილი, პილპილი და პაპრიკა. 5 წუთიც და თქვენი კერძი მზადაა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.