ხორცი ბროკოლით აზიურად

28 თებ 2020 |

მოდით ვითამაშოთ. გახდით თქვენი ოჯახის შეფი. გააწყვეთ მაგიდა და მოამზადეთ უცხო კერძი აზიურ სტილში. ხორცი და ბროკლი სოიოს სოუსში თქვენს სადილს გამორჩეულს გახდის.

ინგრედიენტები

სოუსისთვის:

მომზადება

იმისთვის, რომ ხორცი თხელ ნაჭრებად მარტივად დაჭრად, გაყინეთ 30 წუთი. ეცადეთ , რაც შეიძლება თხელი ნაჭრები გამოგივიდეთ.

რაც შეეხება სოუსს, აღნიშნული ინგრედიენტები ერთ ჯამში მოათავსეთ და კარგად აურიეთ.


ხორცის შეასაწვავად დაგჭირდებათ დიდი ტაფა. მოასხით მცენარეული ზეთი და კარგად შეწვით. გადაიტანეთ თეფშზე და გვედით გადადეთ.


დროა მოთუშოთ ბროკოლი. იგივე ტაფაში დაამატეთ ოდნავ ზეთი და წყალი, რომ ბროკოლი კარგად მომზადდეს და 2-3 წუთში გადაიტანეთ თეფშზე.

ბოლოს, ნიორი და ჯინჯერი მცენარეულ ზეთში გააჩერეთ 1-2 წუთი, მოასხით გამზადებული სოუსი, დაუმატეთ ბროკოლი და ხორცი და 2-3 წუთი გააჩერეთ ტაფაში, რომ სოუსი კარგად გაუჯდეს მთავარ ინგრედიენტებს.

მიირთვით ბრინჯთან ერთად და სერვირების დროს კერძს მოაყარეთ სეზამის მარცვლები.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.