ქინოა ბანანით
რა არის ქინოა?
თუ თქვენ დილას მიირთმევთ შვრიას ხილით, გირჩევთ, რომ დროა შვრია ქინოათი ჩაანაცვლოთ. ქინოა თანამედროვე სამყაროში super food ის კატეგორიაში შედის, ეს არის მარცვლეული, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში ,,მარცვლეულის დედად"აც მოიხსენიებდნენ. ქინოას ყველაზე მეტად გამოარჩევს ის, რომ მის შემადგენლობაში შედის ამინომჟავა lysine, რომელიც ბრინჯში და ხორბალში არ გვხვდება. ქინოას თესლში ფიქსირდება კალციუმის მაღალი დონე, ვიტამინი B და რკინა. ასე რომ, დროა გადაერთოთ სუპერ ქინოაზე!
ინგრედიენტები
მომზადება
სასარგებლო საუზმე ბურღულეულით
დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ ქინოა 10 წუთი, დააფარეთ ქვაბს თავსახური რომ ორთქლში კარგად ჩაიხარშოს. ამასობაში ბანანი გაჭერით შუაზე, ერთი ნახევარი დაჭერით, მეორე კი დაჭყლიტეთ. როდესაც ქინოა მოიხარშება შეურიეთ დაჭყლეტილი ბანანი, მოაყარეთ დარიჩნი, ჩია, სიროფი ვანილით და აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში. ქინოას ჯამში მოათავსეთ დაჭრილი ბანანი, ნუში, ნიგოზი და საყვარელი ხილი. ისიამოვნეთ სასარგებლო საუზმით!