ქინოას მწვანე სალათა
და მაინც, რა არის ქინოა? ქინოა ეს არის მარცვლეული, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში ,,მარცვლეულის დედად"აც მოიხსენიებდნენ. თანამდედროვე სამყაროში ის ე.წ SUPER FOOD ის კატეგორიაში შედის. ქინოას ყველაზე მეტად გამოარჩევს ის, რომ მის შემადგენლობაში შედის ამინომჟავა lysine, რომელიც ბრინჯში და ხორბალში არ გვხვდება. ქინოას თესლში ფიქსირდება კალციუმის მაღალი დონე, ვიტამინი B და რკინა.
გამოიყენეთ ქინოა სალათებში, ფაფებში, ომლეტში, ან წვნიანის მომზადების დროს. მალე მიხვდებით, რომ ის მართლაც სუპერ საკვებია!
ინგრედიენტები
სოუსი
მომზადება
მოხარშეთ ქინოა (1ჭიქაზე 2 ჭიქა წყალი) და გააციეთ.
ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში, მოასხით სოუსი და ლიმნის წვენი. მე ამ სალათის გაკეთების დროს სახლში ტარხუნა აღმომაჩნდა და ძალიან მოუხდა. მე თვითონ იმდენად მიყვარს ტარხუნა რომ მზად ვარ ყველანაირ კერძს მივაყოლო. ენდეთ თქვენს ინსტინქტებს და ისიამოვნეთ უგემრიელესი სალათით!