ლობიო გახუხულ პურზე სოკოსთან ერთად
ვინ თქვა რომ ლობიო მხოლოდ ქოთანშია გემრიელი? არა, არა და არა! მე გაგიზიარებთ საინტერესო იდეა-რეცეპტს, თუ როგორ შეიძლება სწრაფად, მარტივად და გემრიელად წაიხემსოთ - განსაკუთებით შაბათ-კვირას. როდესაც თეთრ ლობიოს სოკოსთან ერთად გახუხულ პურზე მოათავსებთ, ჩათვალეთ რომ თქვენი ,,ლანჩი" შედგა! რა ჯობია, როდესაც საყვარელ ინგრედიენტებს განსხვავებული ფორმით მიირთმევ?!
ინგრედიენტები
მომზადება
გახუხეთ პური ღუმელში ან ტოსტერში, სურვილის მიხედვით მოასხით პურზე ოდნავ ზეითუნის ზეთი. მოხარშეთ სუნელებთან და მარილთან ერთად თეთრი ლობიო ისე, რომ გახდეს სქელი მასა. ვიდრე ლობიო იხარშება მოამზადეთ სოკო. საშუალო ცეცხლზე დადგით ტაფა, მოასხით ოდნავ ზეთი და დაელოდეთ ვიდრე სოკო არ დარბილდება და არ მიიღებს მოყავისფრო ფერს. გადაუსვით პურს ჯერ ლობიო, შემდეგ დაუმატეთ სოკო და მოაყარეთ მწვანილი. სულ ესაა!