მოხარშული თევზი მწვანე ლობიოთი და გამომცხვარი ნივრის სოუსით

14 სექ 2019 |

ამ კერძის შთაგონება ჩემი ჩრდილო-იტალიური არდადეგებია. ზაფხულში სწორედ ამ თევზმა მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება.

საუბარი მაქვს Cod fish-ზე, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც ვირთევზა.

ეს თეთრი თევზი აქამდე არასდროს გამისინჯავს და თურმე რამდენი დამიკარგავს!

ვირთევზა არის ყველაზე დაბალ კალორიული და უმდიდრესი პროტეინებით.

რაც შეეხება მწვანე ლობიოს სოუსს, რომელიც გამომცხვარი ნივრით კეთდება, ეს არის... მმ...

არა, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, იქნებ ვიდეოდან უფრო მიგახვედროთ რა გემრიელობაზე მაქვს საუბარი <3

ინგრედიენტები

თევზი

მწვანე ლობიო ნივრის სოუსით

მომზადება

გაახურეთ გაზქურა 200 გრადუსზე.

გაახვიეთ ერთი თავი ნიორი ალუმინის ფურცელში და შედგით გაზქურაში 40-დან 60 წუთამდე.

(მოყავისფრო ფერი უნდა იყოს ნიორი საბოლოოდ)

ამასობაში ტაფაში ჩაასხით წყალი, იმდენი, რომ თქვენი თევზის ნაჭრები ბოლომდე არ დაიფაროს. ჩააწყვეთ თევზი ტაფაში. მოაყარეთ ზემოდან ბრტყლად დაჭრილი ნიორი (ზოგი ზედ თევზზე, ზოგი წყალში)

მოაყარეთ ოხრახუში და მოასხით 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. დადგით საშუალო ცეცხლზე 20 წუთით.

შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ დაბალზე და გააგრძელეთ თევზის მზადება 30 წუთით (ტაფას დაახურეთ თავსახური)

ჩაასხით ქვაბში 2 ლიტრი წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე. როცა ადუღდება ჩაამატეთ 2 ს/კ მარილი და ჩაყარეთ მწვანე ლობიო. ხარშეთ დაახლოებით 20 წუთი. გასინჯეთ და უკეთ მიხვდებით როდის იქნება მზად თქვენი ლობიო.

არც ძალიან მაგარი უნდა იყოს და არც ძალიან ჩარბილებული.

გადაწურეთ და გაავლეთ ცივ წყალში, რომ შეწყვიტოს ხარშვა.

სოუსის მოსამზადებლად გამოიღეთ გაზქურიდან ნიორი, მოხსენით ალუმინის ქაღალდი და მოაჭერით წვერი. ისე, როგორც ნაჩვენებია ვიდეოში. შიგთავსი გამოწურეთ კარგად. ათქვიფეთ.

დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები: დიჟონის მდოგვი, ძმარი, თაფლი, ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით.

დაამატეთ მწვანე ლობიო და კარგად აურიეთ.

გადმოიღეთ თევზი თეფშზე და მიუსკუპეთ გვერდით მწვანე ლობიო. გაამოთ!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.