მუხუდო ბოსტნეულის სოუსით

08 ოქტ 2019 |

ამ კერძს ვეგანებს ვუძღვნი! მე თავად არ შევდივარ ამ კატეგორიაში, მაგრამ სულ არ შეუქმნია ამ ფაქტს პრობლემა რომ მუხუდოს კერძზე უარი მეთქვა. პირიქით, სიტყვა - ,,შემომეჭამა" ზუსტად უხდება მუხუდოს ბოსტნეულთან ერთად. საშუალო ჯამში ცხელი წვნიანი ბრინჯთან ერთად და თქვენი დადებითი განწყობა გარანტირებულია!

ინგრედიენტები

მომზადება

საშუალო ცეცხლზე ვახურებ დიდ ქვაბს. ვასხამ ზეთს და ხახვს, წიწაკას და ნიორს ერთად ვშუშავ 3-5 წუთ, ვიდრე ბოსტნეული არ დარბილდება. ამის შემდეგ ვამატებ პომიდორს, პომიდორის პასტას, ქოქოსის რძეს და მუხუდოს. სისქე თავად განსაზღვრეთ, შეგიძლიათ ამ დროს დაამატოთ წყალი.

კერძი მიმყავს ადუღებამდე, შემდეგ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი ვტოვებ რომ კარგად ჩაიხარშოს ერთად ყველაფერი.

ვამატებ სუნერლებს გემოვნების მიხედვით. ამ კერძს ძალიან უხდება ახლადგამოწურული ლიმნის წვენი.

მიირთვით ბრინჯთან, ქინოასთან, მოაყარეთ ქინძი ან ბაზილიკი. გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.