მუხუდო ისპანახით
მოუმზადეთ თქვენს პატარას რაიმე ახალი! ამჯერად გთავაზობთ ცილებით მდიდარი მუხუდოსა და ვიტამინებით სავსე ისპანახის კომბინაციას. თქვენ მიიღებთ სასარგებლო და ძალიან გემრიელ კერძს.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში გირჩევთ, რომ მუხუდო წინა ღამით ჩაალბოთ წყალში, რათა მეორე დღეს მისი მოხარშვა გაცილებით მარტივი იყოს. ამის შემდეგ, გაღვივებული მიხუდოს მარცვლებთან ერთად ქვაბში ჩაყარეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო და კარგად მოხარშეთ. როდესაც ბოსტნეული მოიხარშება კარგად გარეცხილი ისპანახის ფოთლები (უმჯობესია თუ იქნება თოთო ისპანახი) დაკეპეთ, დაჭერით ხახვი, ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ 7-8 წუთის განმავლობაში. მოთუშული ხახვი და ისპანახი გადაიტანეთ ბლენდერში, ბლენდერშივე ჩაყარეთ მოხარშულ ბოსტნეული მუხუდოსთან ერთად და დააბლენდერეთ. დაამატეთ მარილი გემოვნებით, ბოსტნეულის ნახარში კი გამოიყენეთ სასურველი მასის მისაღებად. კერძი ორი სამი დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.