ომლეტი ისპანახის და სოკოს გარნირით
კვერცხის შეწვა ნუ გგონიათ ადვილი საქმე! ომლეტის მომზადების პროცესი მთელი ფილოსოფიაა. სხვათაშორის, შეფის გამოცდის ერთ-ერთი გზა ასე მარტივი - ომლეტის მომზადებაა. ასე რომ, გირჩევთ სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითხს :) მოამზადეთ ფუმფულა ომლეტი, მიუდეთ გვერდზე სოკოს და თოთო ისპანახის ფურცლების დუეტი, ღრმად ჩაისუნთქეთ და ბოლომდე შეიგრძენით დილის მადლი!
ინგრედიენტები
მომზადება
ვამზადებთ ფუმფულა ომლეტს, ამერიკელები როგორც ეძახიან - scrambled eggs!
გატეხეთ ორი კვერცხი, მოათავსეთ საშუალო ზომის ჭურჭელში და კარგად გათქვიფეთ. საშუალო ცეცხლზე გაახურეთ ტაფა, გაადნეთ კარაქი და ეცადეთ, რომ ცხიმი ტაფის ყველა წერტილში მოხვდეს. გადმოასხით კვერცხი ტაფაში, მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ ვიდრე ძირზე ოდნავ არ შეიწვება. შემდეგ სილიკონის ჯოხის დახმარებით გამოყევით სიგრძეზე - ტაფის კიდედან შუაში მოაქციეთ შემწვარი ნაწილი, და ახლა დაელოდეთ დარჩენილი კვერცხის მასის შეწვას, რომელიც უკვე ტაფის ძირზე მოექცა. გადმოიღეთ კვერცხი თეფშზე, ან მოათავზეთ გახუხულ პურზე და მოაყარეთ პილპილი.
ახლა გარნირის დროა! მოასხით ზეთი ტაფას, მოათავსეთ დაჭრილი სოკო და შეწვით ვიდრე არ გახდება ოქროსფერი. დაამატეთ თოთო ისპანახის ფურცხლები და მოთუშეთ სოკოსთან ერთად. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. და ბოლოს არ დაგავიწყდეთ ყველი. მმმ...ჩვენთან გემრიელია :)