ორაგული ლიმონისა და ნაღების სოუსით
იმდენად მიყვარს ორაგული, რომ არ მომწონს მისი გემოს გადაფარვა ბევრი ინგრედიენტით. თუმცა სწორად შერჩეულ სოუსს შეუძლია თქვენთვის საყვარელ თევზს ახალი სიცოცხლე აჩუქოს. ლიმონისა და ნაღების სოუსი ორაგულს ჰაეროვანს და საოცრად არომატულს გახდის. არ არის აუცილებელი საყვარელი კერძის დასაგემოვნებლად ძვირადღირებულ რესტორანს ესტუმროთ, სცადეთ სახლში, თქვენ ამას შეძლებთ.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში ორაგულს ორივე მხარეს მოაყარეთ მარილი და პილპილი. აიღეთ ღრმა ტაფა და შეწვით კარაქში. აკონტროლეთ დრო, 2-3 წუთი ორაგულის ერთი გვერდის შესაწვავად საკმარისია. შემდეგ ეტაპობრივად ვამატებთ ღვინოს, ლიმონის წვენს, სქელ ნაღებს და დაჭრილ ხახვს. ასევე მარილს და პილპილს. ამის შემდეგ თევზი გადმოიღეთ თეფშზე. სოუსში დაამატეთ ქინძი და მოასხით ორაგულს. გემრიელად მიირთვით!