ორაგული წითელი ოსპით
მშობლებისთვის ნამდვილი გამოწვევაა, როგორ მიაწოდონ თევზი ბავშვებს. თევზი შეიცავს A ვიტამინს, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში, განსაკუთრებით კი მისი მხედველობის განვითარებაში. D ვიტამინის დახმარებით, რასაც ასევე შეიცავს თევზი, თქვენს ბავშვს რაქიტის წარმოშობის საშიშროებას აარიდებთ, რაც ორგანიზმის სისტემური დაავადებაა და იწვევს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანებას. რაც შეეხება ომეგა 3-ს, ეს ნივთიერება ახორციელებს ბავშვის თავის ტვინის ჩამოყალიბებას. ასევე, მისი როლი უდიდესია ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ამიტომ დედებმა თევზი ბავშვის მუცლად ყოფნის დროსაც აქტიურად უნდა მიიღონ.
თევზის თქვენი პატარების რაციონში შეტანა უკვე შეგიძლიათ 8 თვიდან.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ და 15 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში გააჩერეთ წითელი ოსპი.
შემდეგ გადაიტანეთ ჯამში და ხარშეთ 10 წუთი. გადაწურეთ და ჩააბრუნეთ ოსპი ქვაბში. ნახევრად მოხარშულ ოსპს დაამატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი: ორად გაჭრილი ხახვი, დაჭრილი სტაფილო, დაჭრილი ორაგული და ოხრახუში. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა დააბლენდერეთ. სასურველი კონსისტენციის მისაღებად მოიტოვეთ 2ჭიქა ნახარში და დაამატეთ დაბლენდერებულ მასას.
მიართვით თქვენს პატარებს და გირჩევთ თქვენც გასინჯოთ, უგემრიელესი კერძი გამოდის.