პასტა კარბონარა

30 აგვ 2020 |

კარბონარა -ეს არის პასტა რომლის მომზადებას სწორად შერჩეული ინგრედიენტების გარდა მომზადების ტექნიკაც სჭირდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ კარგი კარბონარა მხოლოდ შეფების საქმეა, სახლშიც შეიძლება მისი მომზადება ისე რომ ბევრი რესტორნის კერძსაც კი აჯობს. ეს არის კლასიკური კარბონარას რეცეპტი, თუმცა დამატებული აქვს ნაღები, რადგან იტალიელები მას ხშირ შემთხვევაში სწორედ ნაღების გარეშე ამზადებენ და მომზადების ტექნიკით ქმნიან წვნიან და კრემისებურ მასას.

ინგრედიენტები

მომზადება

უხეშად დაჭერით ბეკონი, მოთუშეთ კარაქში და ნიორში. ნიორი დაჭრის გარეშე დადეთ ტაფაზე, რომ არომატი გაუშვას, შემდეგ ამოიღეთ. ბეკონს გემოვნებით დაუმატეთ შავი წიწაკა. ამასობაში მოხარშეთ მაკარონი, 7-8 წუთის განმავლობაში. პარალელურად ორი კვერცხის გულს დაუმატეთ 3 ს/კ ნაღები, გახეხილი პარმეზანი და აურიეთ. ბეკონი რომ დაიბრაწება ქურა გამორთეთ და გადაიტანეთ ტაფაზე მოხარშული მაკარონი, თავისი ნახარში წვენით, წვენი არ დაგენანოთ. დაახლოებით 1 ჭიქა საკმარისი იქნება. ამის შემდეგ შეურიეთ ნაღების, კვერცხის და ყველის მასა. ამ დროს ქურა ისევ ჩართეთ და დააზლოებით 5-7 წუთი გააჩერეთ. სერვირების დროს მოაყარეთ კერძს ცოტა ყველი და სურვილისამებრ ბალზამიკოს ფოთლები. გაითვალისწინეთ კარბონარა მაშინვე უნდა მიირთვათ, ამიტომ მოამზადეთ იმდენი ულუფა რამდენ ადამიანსაც გინდათ რომ გაუზიაროთ.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.