ყაბაყის ლაზანია

17 მარ 2020 |

ეს არის კერძი, რომელიც მთელ ოჯახს აერთიანებს, თუმცა ეს არაა ტრადიციული ლაზანიას რეცეპტი. food4.ge ზე ვცდილობთ ყველა კერძი განსხვავებული და გამორჩეული იყოს. გადავწყვიტეთ ლაზანისას ფირფიტები ჩავანაცვლოთ ყაბაყით. იტალიური კერძი გახდება უფრო ჯანსაღი და ნაკლებად მსუყე. ასე რომ, შაბათ-კვირას შემოკრიბეთ მაგიდის გარშემო საყვარელი ადამიანები და გაუმასპინძლდით უგემრიელესი ლაზანიათი.

ინგრედიენტები

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

პირველ რიგში ძალიან თხლად დაჭერით ყაბაყი და მოათავსეთ ფირფიტაზე და მოაყარეთ მსხვილი მარილი. მნიშვნელოვანია , რომ ყაბაყიდან გამოდევნოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით წყალი.

პარალელურად დიდ ტაფაზე მოთუშეთ ხორცი და როდესაც გახდება ყავისფერი, მოასხით პასტას სოუსი და 5 წუთი კიდევ მოთშეთ. შემოინახეთ ქილაში 1/2 ჭიქა სოუსი.

ღრმა ჯამში მოათავსეთ რიკოტა, დაუმატეთ პარმეზანი და კვერცხი, კარგად აურიეთ.

დროა ცეცხლგამძლე ჭურჭელში დავიწყოთ ლაზანიას აწყობა. ჯერ მოასხით მორჩენილი პასტას სოუსი, მოათავსეთ ერთ ფენაზე ყაბაყის ფირფიტები, შემდეგ ხორცი სოუსით, მორიგი ფენაა რიკოტას და პარმეზანის მიქსი, მოაყარეთ მოცარელა და საყვარელი მწვანილი.

გაიმეორეთ ფენები კიდევ ერთხელ. ბოლოს მოათავსეთ მესამე ფენად მხოლოდ ყაბაყი და მოაყარეთ მოცარელა.

გააჩერეთ ღუმელში 45 წუთი და ბოლოს 2 წუთი გადაიყვანეთ ღუმელი მობრაწვის რეჟიმზე.

გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.