რუკოლას სალათა მარწყვით

05 მაი 2020 |

წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი წუთი წარმოიდგინეთ, რა სილამაზეა როდესაც მწვანე რუკოლას ფოთლებში წითელი მარწყვი იმალება. იმდენად მარტივია ამ სალათის მომზადება, რომ შეიძლება იფიქროთ, ამდენი ხანი ნეტა რას ველოდებოდიო. ხოდა ახლა არის ის დრო, რომ სტანდარტული სახლის მენიუ დაივიწყოთ და მეტად გაუთამამდეთ ექსპერიმენტებს საკუთარ სამზარეულოში. იცით რა სასიამოვნო განცაა?

ინგრედიენტები

მომზადება

დაგჭირდებათ სულ რაღაც 5 წუთი და სალათა მზადაა!

ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო ერთად აურიეთ. გაჭერით მარწყვი 4 ნაწილად და რუკოლასთან ერთად მოათავსეთ სალათის ჯამში. დაუმატეთ ტარხუნა, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაზილიკიც. მოასხით სოუსი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და შაქარი. კარგად აურიეთ! მიირთვით ცალკე ან გამოიყენეთ გარნირად.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.