რუკოლას სალათა ვაშლაატამასთან ერთად
როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ზაფხული?! მარტო ათასნაირი ხილისთვის და ბოსტნეულისთვის უნდა ვიყოთ მადლიერები. და ვინ თქვა, რომ სალათებში მხოლოდ ბოსტნეული უნდა გამოიყენოთ!? არამც და არამც! გირჩევთ იყოთ მეტად თამამები და სალათებში საინტერესო კომბინაციებით ახალი გემოები აღმოაჩინოთ. აი მაგალითად, ვაშლაატამა ისე უხდება რუკოლას ფოთლებს, შეიძლება ვერც მიხვდეთ, ისე შემოგეჭამოთ :)
ინგრედიენტები
მომზადება
მოათავსეთ რუკოლა ღრმა ჯამში. დაუმატეთ თხლად დაჭრილი ვაშლაატამა. მოასხით ზეითუნის ზეთის, ძმრის, თაფლის სოუსი და მოაყარეთ ცოტა პილპილი. ბოლოს ბაზილიკის ფოთლებით გააფორმეთ. მადლობა ზაფხულს!