სალათა ქათმის ღვიძლით

10 მარ 2020 |

სეზონური, ჯანსაღი და ძალიან სასარგებლო - სწორედ ასეთი რეცეპტი გაგვიზიარა Food4.ge-ის მეგობარმა, გამომწერმა და ჩვენმა მასპინძელმა. ამ სეზონზე მწვანე სალათა თითქმის ყველაზე მოთხოვმადია, თუმცა თუ მას ქათმის ღვიძლს დავუმატენთ მივიღებთ ძალიან სასარგებლოს. ქათმის ღვიძლს ყველაზე პატარა გურმანებსაც კი ურჩევენ პედიატრები. რადგან მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, მდიდარია ცილებით, მინერალებით და ვიტამინებით.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში ვამზადებთ ქათმის ღქვიძლს, ღრმა ტაფაში მოასხით ღვინო და მასში მოთუშეთ ღვიძლი. ფერს რომ შეიცვლის დაახლოებით 7-8 წუთში, გადაწურეთ წვენი და მობრაწეთ ზეითუნის ზეთში. დაამატეთ მარილი ან თუ გაქვთ ძალიან უხდება სვანური მარილი. შემდეგ კუბებად დაჭერით ავოკადო და ფორთოხალი, აურიეთ სალათის ფურცლებს, შეურიეთ დაბრაწული ღვიძლი. მოაყარეთ მოხალული ნიგოზი, გახეხილი პარმეზანი და გემოვნებით ბალზამიკო! მარტივი, სეზონური და გემრიელი სალათა მზად არის!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.