შემოდგომის სალათა ბრუსელური კომბოსტოთი

04 ნოე 2019 |

გაგისინჯავთ შემოდგომა? მე გეუბნებით რომ ამ სალათს შემოდგომის არა მხოლოდ ფერები, არამედ გემოც აქვს. ეს არის კერძი, რომელსაც დილასაც და მოგვიანებით, ბრანჩის პერიოდშიც შეგიძლიათ მოამზადოთ და მიირთვათ. მე გირჩევთ, რომ კონტეინერით სამსახურშიც გაიყოლოთ და ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე გაიფერადოთ. რა ჯობია კერძს, რომელიც ჯანმრთელი და თან გემრიელია...

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსსზე. შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭერით ბრუსელური კომბოსტო და ტკბილი კარტოფილი, მოათავსეთ თუნუქის ფირფიტაზე დაფენილ საცხობ ქაღალდზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და აურიეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და ღუმელში გააჩერეთ დაახლოებით 15-20 წუთი.

პარალელურად საშალო ზომის ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ხახვი და 1 წუთი მოთუშეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ ნიორი, სალბი, წვრილად დაჭრილი ვაშლი და 3-4 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. ღუმელში და ტაფაზე მომზადებული ბოსტნეული ერთმანეს შეურიეთ და მოაყარეთ ტარხუნა. სურვილისამებრ მოამზადეთ კვერცხი და მიირთვით შემოდგომის სალათთან ერთად. უგემრიელესია!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.