შემწვარი ბრინჯი ბოსტნეულით
შემწვარი ბრინჯი ბოსტნეულით
ყოველთვის იყო და არის ჩემი ფავორიტი კერძი. არ მახსნენდება ჩინურ რესტორანში წავსულიყავი და ეს კერძი არ შემეკვეთა, თან როგორ მიყვარს ქართული ,,ჩინური". ჩემთვის არ არის აუცილებელი, რომ შემწვარ ბრინჯს მხოლოდ გარნირის ფუნქცია ქონდეს, დამოუკიდებლადაც ძალიან გემრიელია. გამოთქმა რომ არის, ,,მზესუმზირასავით იჭმევა", ამ კერძზე ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას.
ინგრედიენტები
მომზადება
შემწვარი ბრინჯის მოსამზადებლად დაგჭირდებათ დიდი ტაფა, სასურველია თუ ეს იქნება ვოკი. გაადნეთ ჯერ ერთი ს/კ კარაქი და ჩაახალეთ 2 კვერცხი, კარგად გათქვიფეთ, დააქუცმაცეთ და შეინახეთ ცალკე ჯამში. დროა გაადნოთ მეორე სუფრის კოვზი კარაქი, დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, ხახვი, ნიორი, ბარდა და დაელოდეთ ვიდრე სტაფილო და ხახვი არ დარბილდება. აუწიეთ ცეცხლს, დროა ტაფაში არსებულ ინგრედიენტებს შეურიოთ კვერცხი, მოხარშული ბრინჯი და სოიოს სოუსი. დაახლოებით 3 წუთი შეწვით ბრინჯი ბოსტნეულთან ერთად და ის თქვენია! მიირთვით ნებისმიერ ხორცთან ან ზღვის პროდუქტებთან ერთად.