შვრია ბროწეულით

22 ოქტ 2019 |

როგორც კი ბროწეულის სეზონი დგება, ის საპატიო ადგილს იკავებს ჩემს სამზარეულოში. ვცდილობ აქტიურად გამოვიყენო სხვადასხვა კერძში, მითუმეტეს თუ ბავშვისთვის ვამზადებ. ის ჩვენი პატარების ორგანიზმს C ვიტამინით აავსებს, რაც ზამთარში განსაკუთრებით სჭირდებათ. სხვათაშორის ბროწეულის მარცვლის წიპწებსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ის შეიცავს ისეთ ცხიმებს, რომელიც ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანს აღადგენს. და რაც მთავარია - დიდებო, ბროწეული უძლეიერესი ანტიოქსიდანტია და ხელს უშლის სიბერეს!

ინგრედიენტები

მომზადება

1/2 ჭიქა რძე ან წყალი ჩაასხით ქვაბში, მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაყარეთ შვრიის ფანტელი, გააჩერეთ 1-2 წუთი. ოდნავ შეაგრილეთ, გადმოიტანეთ ბლენდერში, დაამატეთ 1 მწიფე ბანანი და ნახევარი ბროწეულის მარცვალი. შეგიძლიათ ბროწეული გამოწუროთ და მხოლოდ წვენი გამოიყენოთ. მე ასე გავაკეთე, რადგან ვფიქრობ უფრო მისაღები და გემრიელია პატარა ბავშვისთვის. რაც შეეხება რძეს, თუ თქვენი პატარა ჯერ ძროხის რძეს არ მიირთმევს, წყალი კარგი გამოსავალია. გაასინჯეთ ბავშვებს 7-8 თვიდან!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.