შვრია მარწყვით და ჩიას თესლით
Food4.ge-ს უყვარს Superfood! ხშირად გვეკითხებიან შეიძლება თუ არა ჩიას თესლი ბავშვებისთის? - რა თქმა უნდა დიახ. თუმცა მისი გამოყენების ფორმას და დოზას დიდი მნიშვნელობა აქვს. პედიატრები გვირჩევენ, რომ ჩვილებისთვის ჩიას თესლი გავაღვივოთ რძეში, ან იოგურტსა თუ მაწონში და ისე მივცეთ პატარებს. პირველი დოზა კი 1/2 ჩაის კოვზს არ უნდა აღემატებოდეს. 2 წლის შემდეგ ბავშვის ორგანიზმი და კუჭ-ნაწლავი უფრო მომაგრებულია და ამიტომ შეგიძლიათ მყარ მდგომარეობაშიც შესთავაზოთ ჩიას თესლი. ამ რეცეპტში გამოყენებულია ჩია, თუმცა მე 5 წლის ბავშვისთვის მოვამზადე და არ გამიღვივებია. მოკლედ, ძალიან სასარგებლო ჩია შევურიე სეზონურ მარწყვს და უმარტივესი საუზმე მივიღე.
ინგრედიენტები
მომზადება
მოხარშეთ შვრიის ფანტელები, ამასობაში დააბლენდერეთ მარწყვი და თაფლი, მიღებულ მასას დაამატეთ ჩიას თესლი. შვრიის ფაფა ცოტა, რომ გაგრილდება მარწყვის ხილ-ფაფა აურიეთ და გემრიელად მიირთვით. სურვილისამებრ მარწყვის დოზა შეგიძლიათ ცოტა გაზარდოთ. ძალიან მარტივია სეზონური, სასარგებლო და მხიარული ფერის საუზმის მომზადება. პატარები ხშირად საჭმელს სწორედ ვიზუალისა და ფერების მიხედვით არჩევენ.