შვრიის ფაფა ნუშით და ფინიკით
თუ თქვენი დილა ხშირად იწყება შვრიის ფაფით ეს რეცეპტი დაგეხმარებათ საუზმე უფრო მრავალფეროვანი და ვიტამინებით სავსე გახადოთ. ამისთვის ორი-სამი ინგრედიენტის დამატებაც კი საკმარისია. ამ რეცეპტით ისეთი ინგრედიენტების შეხსენება მინდა, რომელსაც რატომღაც ყოველდღიურად არ ვიყენებთ, არადა ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის. რაც მთავარია მარტივია და მისი მომზადების გამო სამსახურში ნამდვილად არ დაგაგვიანდებათ.
ინგრედიენტები
მომზადება
კანგაცლილი ვაშლი გავხეხოთ, წვრილად დავჭრათ 2 ფინიკი (კურკა გამოვაცალოთ) და ასევე წვრილად დავახეხოთ 1 მარცვალი ნუში. შემდეგ 1 ½ ჭიქა წყალი ჩავასხათ ქვაბში, მივიყვანოთ ადუღებამდე და ჩავყაროთ ¼ ჭიქა შვრიის ფანტელი. ამავე ქვაბში ჩავყაროთ გახეხილი ვაშლი და ფინიკი. ინგრედიენტები ცეცხლზე უნდა გავაჩეროთ 8-10 წუთი. ბოლოს შევურიოთ გახეხილი ნუში და მარილი გემოვნებით. ბედნიერ და ენერგიულ დღეს გისურვებთ!