შვრიის ორცხობილა ნუშით

13 დეკ 2019 |

ეს არის ჩემი საყვარელი ორცხობილები, მისი მომზადების დროს ქურიდან გამოსული არომატიც კი კარგ ხასიათზე მაყენებს. ნუში, თაფლი, შვრია - ეს ის ინგრედიენტები რომელთა გარეშეც ჩემი კვების რაციონი ვერ წარმომიდგენია. ეს ორცხობილები უყვარს ჩემს შვილსაც და ძალიან ამაყი როცა ბავშვი სასარგებლო ინგრედიენტებით გაჯერებულ ნუგბარს ახრამუნებს.

ინგრედიენტები

მომზადება

ავურიოთ მშრალი ინგრედიენტები: შვრია, ფქვილი, შაქარი, ვანილი, გამაფხვიერებელი, სოდა, დარიჩინი. შემდეგ დავუმატოთ 1 ს/კ თაფლი, კარგად შევურიოთ კოვზით ან მიქსერით. ამასობაში ნელ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი და ჩავასხათ ჯამში. ისევ კარგად ავურიოთ ინგრედიენტები. შემდეგ ნუში დაჭერით და ჩაყარეთ ცომში. შეგიძლიათ ნუშს ნიგოზი ან თხილიც შეურიოთ. ბოლოს ერთი მთლიანი კვერცხი დაამატეთ და კარგად აურიეთ. გამოსაცხობ თუნუქის ფირფიტაზე ოდნავ წაუსვით ცხიმი. შერეული ინგრედიენტების ცომი გადაიტანეთ კოვზით ან ხელით. დაამრგვალეთ და შემდეგ ოდნავ დააპრტყელეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. გამოსაცხობად 15-20 წუთი საკმარისია.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.