სიბასი ბოსტნეულის სოუსით

16 მარ 2020 |

ზღვის პროდუქტებზე უარს ვერასდროს ვიტყვი, ჩემი სისუსტეა. ყველაფერი მინდა გავსინჯო, რაც ჯანსაღი და გემრიელია. ეს რეცეპტი ეხება სიბასს, თუმცა ნებისმიერ სხვა თევზზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს უგემრიელესი ტკბილი სოუსი, რასაც ახლა შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

თევზი

სოუსი

მომზადება

როგორ შევწვათ თევზი

გასუფთავებულ სიბასს ვაჭრი თავს, ვსერავ ორივე მხარეს და ვაყრი მარილს და წვრილად დაჭრილ ქონდარს. ბევრად უმჯობესი იქნება, თუ იშოვნით ცოცხალ ქონდარს, თუ ცოცხალი არ გექნებათ, სუნელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ტაფაზე დადებამდე და სუნელებით გაჯერებამდე, დარწმუნდით რომ თქვენი გარეცხილი თევზი კარგად არის გამშრალი. თუ ოდნავ მაინც სისველე დარჩება, ტაფა მიიწვავს.

გახურებულ ტაფაზე ვასხამ სიმინდის ზეთს. თევზს ვწვავ საშუალოზე ოდნავ მაღარ ცეცხლზე. ორივე მხარისთვის მჭირდება 7-8 წუთი.


როგორ მოვამზადოთ ბოსტნეულის ხასხასა სოუსი თევზისთვის

მოთუშეთ ბულგარული წიწაკა და ხახვი ერთდროულად. მოაყარეთ ბაზილიკი. უმჯობესია ცოცხალი, თუმცა სუნელიც გამოდგება. მარილი, პილპილი და 10 წუთში მოასხით თეთრი ღვინის ძმარი. როგორც კი ოდნავ ამოშრება, დაასხით წყალი და დატოვეთ 10 წუთი.

მიღებული მასა დააბლენდერეთ, და მიირთვით თევზთან ერთად.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.