სტაფილო კორეულად

16 იან 2020 |

დაახლოებით ბოლო ერთი წელია, ყოველ კვირა თუ არა, 2-3 კვირაში ერთხელ მაინც დედაჩემისგან მესმის ეს ფრაზა - ,,დღეს კიდევ გავაკეთე სტაფილო კორეულად!" თავიდან თითქოს ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ბოლოს გულმა ვეღარ მომითმინა და დეტალურად გამოვკითხე რეცეპტი, რომ ბოლო ბოლო გამეგო რა არის სტაფილო კორეულად? ხოდა მოვამზადე და როგორც ყოველთვის, დედა მართალია!

ინგრედიენტები

მომზადება

სალათისთვის პირველ რიგში სიგრზეზე ვხეხავ სტაფილოს. ამის შემდეგ, პატარა ზომის ქვაბში ვასხამ ზეითუნის ზეთს, ვამატებ 4 ნაწილად დაჭრილ ხახვს და ნიორს(შეგიძლიათ ნიორი დაჭყლეტილი დაუმატოთ) და ზეთში დაახლოებით 5 წუთი ვთუშავ. ხახვი ზეთს სასიამოვნო და განსხვავებულ არომატს აძლევს.

დაჭრილ სტაფილოს ჯერ ვამატებ სუნელებს, ძმარს და ხელით კარგად ვურევ ერთმანეთში. მხოლოდ ამის შემდეგ ვასხამ ცხელ ზეთს (ხახვი გადააგდეთ) და სტაფილო კორეულად მზადაა!

ამ სალათის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ის შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში და ნებისმიერ დროს გამოიყენოთ როგორც გარნირად, ასევე სხვა სალათის მომზადებისთვის. მაგალითად, კომბოსტოსთან, ბადრიჯანთან, ბროკოლთან ან სხვადასხვა სალათის ფურცლებთან ერთად.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.