ტუნას სალათა კუსკუსით
ეს არის ჩემი ვეგეტარიანული სიყვარული! ყოველთვის, როცა რაიმე მომჟაო და არომატული მომინდება, ამ სალათს ვაკეთებ.
ვეგეტარიენელებისთვის ნამდვილი სამოთხეა, რომელიც ზუსტად 10 წუთში მზადდება. შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე ან სხვა კერძთან ერთად.
მე ხშირად ვაკეთებ გამომცხვარ და პარმეზან მოხეხილ სატაცურთან ერთად. საოცარი დუოა <3 მაგრამ ამჯერად, მოდით მხოლოდ ტუნას სალათს დავჯერდეთ.
ინგრედიენტები
1 ჭიქა კუსკუსი
მომზადება
ჩაყარეთ კუსკუსი ჯამში და დაასხით ადუღებული წყალი. გააჩერეთ 5-7 წუთი. ჩააყარეთ მწიკვი მარილი და პილპილი. გადაწურეთ ტუნა და დაძენძეთ კარგად. დაჭერით ზეთისხილი, ბულგარული წიწაკა და მწვანე ხახვი. როცა კუსკუსი მომზადდება, ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი ერთად და აურიეთ. ბოლოს მოასხით ახლადგაწურული ლიმონის წვენი. ამაზე მარტივი რა შეიძლება იყოს? და არც ამაზე გემრიელი მეგულება ბევრი რამ. გაამოთ.