ავოკადოს და მუხუდოს ტოსტი ტარხუნით

23 მარ 2020 |

გთავაზობთ ჩემს საყავრელ საუზმეს სასარგებლო ინგრედიენტებით. ზოგადად, საუზმე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველდღიურ რაციონში. თუ საუზმეს ვერ ვასწრებ, ის დღე დაკარგული მგონია. ამიტომ სულ ვცდილობ დილა საინტერესოდ და ჯანსაღად დავიწყო. არ მიყვარს ძალიან გადატვირთული მენიუ საუზმეზე, ხანდახან მხოლოდ კარაქიან და თაფლიან პურზეც ვკმაყოფილდები, მთავარია საუზმე არ ჩამივარდეს! მაგრამ, როცა წინა დღეს დავგეგმავ და მოვიმარაგებ ინგრედიენტებს, საუზმეც უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გამომდის. ერთ-ერთ ასეთ ნაფიქრ და დაგეგმილ რეცეპტს ახლა გთავაზობთ

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში კონსერვირებულ მუხუდოს წამოვადუღებ. არ ვიცი თქვენ როგორ იქცევით, მაგრამ მე კონსერვირებულს ყველაფერს ვადუღებ. ოღონდ ისე კი არა, რომ ჩაიხარშოს, ოდნავ რომ წამოდუღდეს ჩემთვის საკმარისია.

შემდეგ ვჭრი ავოკადოს და მუხუდოსთან ერთად ვსრეს ჯამში. ვამატებ ლაიმის წვენს (და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია, გირჩევთ არ ჩაანაცვლოთ ლიმონით, სეიროზულ განსხვავებას მოგცემთ ლაიმი)

ვამატებ პაპრიკას, მარილს და პილპილს. შემდეგ ვხუხავ პურს და ვათავსებ მასას პურის ნაჭრებზე. ზემოდან ვადებ ტარხუნას და შუაზე გაჭრილ ნახევრად მოხარშულ კვერცხს.

სულ ეს არის, გემრიელად მიირთვით :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.