ავოკადოს და პომიდვრის სალათა

01 მარ 2020 |

ისე არაფერი უხდება ერთმანეთს, როგორც ავოკადო და ქინძი. ჰოდა ეს რეცეპტი ამ ორი ინგრედიენტის ძმობაზე და სიყვარულზეა :) სხვათა შორის, ერთ-ერთ ქართულ რესტორანში გავსინჯე მსგავსი სალათა, რა თქმა უნდა იქ რეცეპტს არავინ გამანდობდა, ამიტომ ჩემით გადაწყვიტე ექსპერიმენტის ჩატარება. რა თქმა უნდა სახლში უფრო იაფი გამომივიდა, სამჯერ, არა, მემგონი 4-ჯერ იაფი. ავოკადო და პომიდორი ცნობილი დუეტია, ამიტომ პლაგიატიზმში არავინ ჩამითვლის :)

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში, დაჭერით პომიდორი და მოათავსეთ ჯამში. მოაყარეთ მარილი.

ცალკე მეორე ჯამში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მოასხით ლიმონის წვენი.

ბოლოს დაჭერით ავოკადო და ჩაუმატეთ ზეთის და ქინძის სოუსს, კარგად აურიეთ და მოაყარეთ მარილი.

პომიდორს და ავოკადოს ცალცალკე ვუკეთებ მარილს, ასე უფრო გემრიელი გამოდის, არაფერის აკლდება და არც ზედმეტად მლაშეა კერძი. საბოლოოდ პომიდორსაც ვამატებთ ავოკადოს და ბოლოს მოვაყრით ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს. მიირთვით გემრიელად.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.