ბროკოლის წვნიანი

30 სექ 2019 |

ბროკოლის წვნიანს ვაკეთებ ყოველთვის, როცა თავს ბევრი კალორიით დამძმებულად ვგრძნობ და მინდა რამე მსუბუქი, ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო. საერთოდ ასე ვარ - ყოველთვის მაქვს ჩემი SOS რეცეპტები. ანუ იდეალური ,,სარეაბილიტაციო კურსი'' ცხიმიანი, ცომიანი ან ტკბილი კერძების შემდეგ. რაც მთავარია, არ არის აუციებელი, ეს SOS რეცეპტი იყოს უგემური. ისე, რატომღაც, დიეტურს და უგემურს ერთმანეთთან აიგივებენ. ჩემს სამზარეულოში ასეთი სიტყვათწყობა არ არსებობს. საერთოდ ამოღებულია სიტყვა უგემური. სიტყვა დიეტურსაც დიდად არ ვწყალობ. მე მიყვარს სიტყვა ჯანსაღი და გემრიელი. ეს არც ისე რთული მისაღწევია. დამიჯერეთ, ამ კერძის მომზადების შემდეგ, თქვენ ბროკოლის წვნიანს ვეღარ შეელევით.

ინგრედიენტები

1 თავი ბროკოლი

მომზადება

პირველ რიგში აადუღეთ წყალი. გარეცხეთ ბროკოლი და დაჭერით ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ჩაყარეთ წყალში დაახლოებით 5 წუთი. ძალიან არ უნდა ჩაიხარშოს. ამასობაში ქვაბში ჩაასხით წიპწების ზეთი (ან ზეითუნის ზეთი), ჩაამატეთ ჯერ ხახვი. როგორც კი გამჭვირვალე გახდება, დაამატეთ ნიორი. შემდეგ მოხარშული ბროკოლი ჩაამატეთ ხახვის და ნივრის მასაში და 2 წუთი ურიეთ. ბოლოს მიღებული მასა დააბლენდერეთ. გამოიყენეთ ბროკოლის ნახარში. თქვენთვის სასურველი კონსისტენციის მიღების შემდეგ ჩააბრუნეთ წვნიანი ქვაბში და წამოადუღეთ. დაამატეთ ცოტა მარილი და პილპილი.

სერვირების დროს მათლაფაში ამოიღეთ წვნიანი. ზემოდან დაამატეთ თხის ყველის 4-5 თხელი ფენა, 6-7 ნიგოზი და ბოლოს ძალიან ცოტა ბალზამიკოს გლასა. გაამოთ.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.