ბროკოლის წვნიანი ბავშვებისთვის
მარტივი და სასარგებლო - ეს ორი სიტყვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, როდესაც კერძს ბავშვისთვის ვამზადებ. ბროკოლი სხვადასხვა ბოსტნელთან ერთად გემრიელიც არის და ვიტამინებით გაჯერებულიც. თან მის მომზადებას არც ბევრი დრო სჭირდება და არც განსაკუთრებული ძალისხმევა.
ინგრედიენტები
მომზადება
ბროკოლის მომზადების დროს ყველაზე დიდ დროს მის გარეცხვას ვანდომებ. რამდენიმე წუთი ვაჩერებ გამდინარე წყლის ქვეშ. ამასობაში საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 3 წუთის განმავლობაში. შემდგ ჩაყარეთ დაჭრილი სტაფილო, ბროკოლი და ნიორი. მოთუშეთ 5-7 წუთი. დაასხით 3 ჭიქა წყალი, ჩაყარეთ კარტოფილი და მოხარშეთ. როცა ბოსტნეული დარბილდება დაამატეთ მწვანილი და დააბლენდერეთ. ბოლოს კი არ დაგავიწყდეთ მარილი გემოვნებით.