ფრანგული ლობიო მოხალული ნუშით

29 ნოე 2019 |

ფრანგული ლობიოს კერძი ჩემს მადლიერების დღის მაგიდაზე გამორჩეულად ჩანდა მისი ხასხასა მწვანე ფერის გამო. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება, ეს არის საოცრად ჯანსაღი, გემრიელი, სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი კერძი. ზემოდან მოყრილი მოხალული ნუში კი ლობიოსთან საოცარ ტანდემს ქმნის. ასე რომ, მოიწონეთ თავი ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან როდესაც მთავარ კერძს გვერდით ამ მწვანე გარნირს მიუდებთ.

ინგრედიენტები

მომზადება

ფრანგული ლობიოს მომზადება ერთი ტაფის პრინციპით ხდება. დაგჭირდებათ სულ რაღაც 20 წუთი. დიდ ღრმა ტაფაზე (სასურველია ვოკის ტაფა) მოხალეთ ჯერ დაჭრილი ნუში ოდნავ მარილთან ერთად და გადადეთ ცოტა ხანი გვერდზე. ტაფაში მოასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ლობიო და სისტემატიურად მოურიეთ დაახლოებით 10 წუთი. როდესაც ლობიო ოდნავ დარბილდება მოაყარეთ მსხვილი მარილი და პილპილი, გადმოიღეთ ღრმა თეფშზე და მოაყარეთ მოხალული ნუში.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.