კალმახი ქინოასთან და ავოკადოსთან ერთად
კალმახი იყო, არის და იქნება(იმედია) ჩემი ფავორიტი თევზი! თქვენი არ ვიცი, მაგრამ არაფერი მირჩევნია შემწვარ კალმახს საინტერესო გარნირთან ერთად - ჩემთვის იდეალური სადილია. კალმახს აუცილებლად ღუმელში ვაცხობ; ბოლო წლები ძალიან შევეჩვიე კერძების გრილზე ან ღუმელში მომზადებას. გემრიელად დაბრაწულ კალმახს გვერდით გარნირს მივუსვამ, მაგრამ ხანდახან არის შემთხვევები, რომ თევზი გარნირის მომზადებამდე თეფშიდან უბრალოდ ქრება! :)
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში ვიღებ გასუფთავებულ კალმახს და ვჭრი შუაზე. მომზადებამდე კიდევ ერთხელ ვავლებ ცივ წყალში, ვაშრობ და ორივე მხარეს ვაყრი მარილს და პაპრიკას. თევზს ვათავსებ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ კალმახი მზად იქნება. ღუმელში დიდხანს არ გააჩეროთ, რომ არ გამოშრეს.
ვიდრე თევზი მზადდება, ადუღებულ წყალში ვხარშავ ქინოას (1ჭიქა ქინოა იხარშება ერთ ჭიქა წყალში). როდესაც მარცვალი კარგად გაფუვდება, ნიშნავს იმას, რომ ქინოა მზადაა. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
მიყვარს თევზთან ავოკადოც. ჩანგლით ვჭყეტ და ვამზადებ გვაკამოლეს (იხ.რეცეპტებში).
სადილის ტრიო, რომელსაც მე გთავაზობთ ჩემი ფავორიტია, მარტივი და ჯანსაღი. და ბოლოს, არ დაგვავიწყეს ლიმონის წვენის მოსხმა! შეუდარებელია...