კარტოფილის ტოსტი

28 იან 2020 |

განსაკუთებით მიხაროდა ამ კერძის მომზადება, რადგან ჩემივე გაზრდილ მიკრო მცენარეები უნდა გამომეყენებინა, რომლებმაც საოცრად გაალამაზეს ჩემი საუზმე. დიდხანს ვიფიქრე ტოსტზე და ბოლოს კარტოფილზე შევჩერდი. მიყვარს, როდესაც ყველა დღეს ახალი კერძით ვიხალისებ, მეც ბედნიერდები და ჩემი ოჯახის წევრებიც. გახეხილი კარტოფილის ტოსტი საუზმესაც გაგიხალისებთ და ლანჩსაც, ასე რომ ხვალვე შეუდექით მომზადებას!

ინგრედიენტები

მომზადება

10 წუთი და კარტოფილის ტოსტი მზად იქნება! გახეხეთ კარტოფილი და მოათავსეთ ღრმა ჯამში. შეურიეთ დაჭრილი ხახვი და ჩაახალეთ კვერცხი, რომ კარგად შეკრას. დაუმატეთ მარილი გემოვნებით. კანოლას სპრეი (ან ზეითუნის ზეთი) შეაშხაპუნეთ ტაფას და მოათავსეთ გახეხილი კარტოფილის მასა, დააფარეთ თავსახური. 3-4 წუთში გადმოატრიალეთ მეორე მხარეს და დაელოდეთ ვიდრე კარტოფილი არ დარბილდება. თუ თქვენ გაქვთ ვაფლის გასაკეთებელი აპარატი მოათავსეთ დარბილებული კარტოფილი და გამოაცხვეთ. თუკი აპარატი არ გაქვთ, უფრო დიდი ხანი გააჩერეთ ტაფაზე და დარწმუნდით რომ ბოლომდე შეიწვა.

ამის შემდეგ გადმოიტანეთ კატოფილის ტოსტი ტეფშზე, ზემოდან მოათავსეთ კუბებად დაჭრილი ავოკადო და შემწვარი კვერცხი, მოაყარეთ პილპილი და მიკრო მცენარეები. გემრიელი საუზმე მზადაა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.