ქინოა ბოსტნეულით

08 ოქტ 2019 |

მგონი შევთანხმდით, რომ დიეტური არ ნიშნავს უგემურს!!! დიეტური კერძები food4.ge სთვის გარდა იმისა, რომ არის ჯანმრთელობა, ამასთანავე არის გემრიელი და ლამაზი(ჩვენი ფოტოც ამას მოწმობს). ასე რომ, საკმარისია ორგანიზმი მიაჩვიოთ ასეთ ჯანსაღ გემრიელბობებს, მალე მიხვდებით, რომ სხვანაირად ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია.

ინგრედიენტები

მომზადება

ვიწყებ ქინოას მოხარშვით! 1/2 ჭიქა ქინოას თესლისთვის დაგჭირდებათ 1 ჭიქა წყალი. დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ და გააშრეთ.

საშუალო ცეცხლზე ვახურებ ტაფას და ოდნავ ზეითუნის ზეთს ვასხამ, რომ ბოსტნეულმა არ მიიწვას. ბოსტნეულს, რომელსაც მიანიჭებთ უპირატესობას, ცოტა ხანი ვაჩერებ ცეცხლზე, რომ დარბილდეს.

როდესაც ბოსტნეული მზადაა, ვჭრი და ვათავსებ ჯამში ქინოასთან ერთად, ვასხამ ლიმონის წვენს, ცოტა ბალზამიკოს და ვაყრი ოდნავ მარილს. ამ კერძს მივირთმევ ჩემ საყვარელ ავოკადოს სოუსთან ერთად, რომლის რეცეპტსაც ჩვენს საიტზე იპოვნით.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.