ქინოას და ავოკადოს სალათა
სადაც ქინოაა იქ ვარ მეც :) ვგიჟდები ამ ბურღულეულზე და სულ ვცდილობ რაც შეიძლება მეტი რეცეპტი გამოვიგონო ქინოას მონაწილეობით. გიზიარებთ ჯერ-ჯერობით ჩემს საყვარელ რეცეპტს
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში თუ თქვენი მუხუდო არ არის კონსერვირებული, მოხარშეთ. 2 მეთოდით ვამზადებ მუხუდოს, თუ წინა დღეს არ დამავიწყდა, ვალბობ წყალში, ისე რომ მუხუდოს მასას 2 ჯერ აღემატებოდეს და უშუალოდ მომზადების წინ ვხარშავ 5 წუთით. ან, როცა მეჩქარება, პირდაპირ ვხარშავ მუხუდოს, 10 წუთი ვაჩერებ ადუღებულ წყალში და შემდეგ ვთიშავ გაზს და ვტოვებ 1 საათით.
დავიწოთ სალათა:
მოხარშეთ ქინოა 1X2 ზე წყალში. 1 ჭიქა ქინოას ვასხამთ 2 ჭიქა წყალს და ვტოვებთ გაზზე 15 წუთი. როცა წყალი ამოშრება, ვახურავთ თავსახურს და ვტოვებთ 5-10 წუთით. ამასობაში ერთმანეთში ვურევ მუხუდოს, ბოსტნეულს, პიტნას და ვასხამ ზეითუნის ზეთს და ვაწურავ 1 ლიმონს. შემდეგ მოხარშულ ქინოას ვამატებ ჩემს მასას და კარგად ვურევ. თბილი ქინოა ააქტიურებს ლიმონის და პიტნის არომატს და შედეგად ვიღებთ სამოთხეს :)
ბოლოს მიღებულ მასას ვათავსებ სალათის ფურცლებზე და ზემოდან დავასკუპებ ჩემს იდეალურ ავოკადოს.
ამაზე ჯანსაღი, გემრიელი და გემოებით მდიდარი სალათა დამისახელეთ :)