კვერცხი ბენედიქტი
კვერცხი ბენედიქტის მომზადებისას მთავარი გამოწვევაა - ნაჭუჭის გარეშე კვერცხის მოხარშვა. სწორედ ამის გამო ვერიდებოდი ხოლმე ამ უგემრიელესი საუზმის მომზადება, თუმცა ერთ დღესაც ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა, დორის რობინსონმა ე.წ poaches egg-ის მომზადების ძალიან მარტივი მეთოდი მასწავლა. ამის შემდეგ საუზმე ,,კვერცხი ბენედიქტი" ჩემი ოჯახის კვების რაციონის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ინგრედიენტები
ჰოლანდეზის სოუსი:
გარნირი:
მომზადება
ვიდრე კვერცხის მომზადებას შევუდგებით, გირჩევთ ჯერ ჰოლანდეზის სოუსი მოამზადოთ.
ბლენდერში მოათავსეთ ლიმონის წვენი, ნაღები და კვერცხის გული და 5 წამი დაატრიალეთ. ამის შემდეგ დაამატეთ ცხელი კარაქი და მარილი. ცხელი კარაქი მოახდენს უმი კვერცხის პასტერიზაციას. დააბლენდერეთ ყველაფერი ერთად მანამ, სანამ არ მიიღებთ ფაფუკ, შესქელებულ მასას. გადადეთ ჰოლანდესის სოუსი დროებით გვერდზე.
ახლა რაც შეეხება კვერცხს. შაქრის ,,პუდრის" საცერში მოათავსეთ გატეხილი კვერცხი და დაელოდეთ, ვიდრე არ დაიწყრება თხელი ცილისგან. ქვაბში წყალი არ უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე, არ უნდა ფუხფუხებდეს. ჩაასხით ძმარი და სწრაფად დაატრიალეთ წყალი(როგორც ვიდეოშია ნაჩვენები) და ფრთხილად ჩაუშვით კვერცხი. თქვენ ნახავთ, რომ ზედმეტი ცილისგან გათავისუფლებული კვერცი მიიღებს იდეალურ ფორმას და არ დაიშლება. დაელოდეთ 3 წუთი, თუ გსურთ რომ გული ოდნავ იყოს თოხლო, იმ შემთხვევაში, თუ გინდათ კარგად მოხარშული კვერცხი, გააჩერეთ ცოტა დიდი ხანი.
გახუხულ ტოსტზე მოათავსეთ დაბრაწული ბეკონი, შემდეგ კვერცხი და მოასხით ჰოლანდესის სოუსი. გემოვნების მიხედვით მოაყარეთ მარილი, პილპილი და პაპრიკა.
სატაცურის მოსამზადებლად ტაფას მოასხით ზეითუნის ზეთი, მოშუშეთ ნიორი და დაუმატეთ ლიმონის წვენი. სატაცური გააჩერეთ რამდენიმე წუთი დაბალ ცეცხლზე სანამ ოდნავ არ მოიბრაწება.
რა ჯობია ასეთ გემრიელ დილას?