მოცვის სმუსი ლავანდას ყვავილებით

16 ივნ 2020 |

დილა უნდა იწყებოდეს ჯანსაღი კერძით და ამ კერძმა ამავდროულად ესთეტური სიამოვნებაც უნდა მოგანიჭოთ. food4.ge-ს შთაგონების წყარო ამჯერად ლავანდას ულამაზესი და თავბრუდამხვევი ყვავილია, რომლის მირთმევაც თქვენ წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ. გამხმარი ლავანდა მოცვის სმუსის შევუხამეთ და იდეალური დილაც შედგა. ფოტოების გადაღება და ჩვენთან გაზიარება არ დაგავიწყდეთ :)

ინგრედიენტები

მომზადება

სმუსის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია, რომ გაახმოთ ლავანდას ყვავილი და გაყინოთ მოცვი.

ბლენდერში მოათავსეთ ბანანი, რძე, მოცვი, ლავანდას ყვავილი და მეტი სიტკბოსთვის დაამატეთ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი. რამდენიმე წამი დააბლენდერეთ და როდესაც ჭიქაში გადაიტანთ, დაუმატეთ შვრია. გააჩერეთ რამდენიმე წუთი და მალე თქვენი სმუსი ისეთ სქელ მასად გადაიქცევა, რომ შესაძლოა კოვზი დაგჭირდეთ.


პ.ს აუცილებლად გაყინეთ მოცვი ზამთრისთვის, მადლობას მერე გადაგვიხდით, როდესაც ცივ ზამთარში მოცვის მაფინებს გამოაცხობთ :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.