ორაგული მანგოს სალსასთან და ბრინჯთან ერთად

30 იან 2020 |

ორაგულის მოყვარეულებო, პირობას გაძლევთ რომ ამ სოუსით სულ სხვანაირ ორაგულს აღმოაჩენთ. მოტკბო, მომწარო, შებოლილი სუნელებით შენელებული თევზი ღუმელში უცებ ცხვება და თავბრუდამხვავად მადისამღძვრელია. თუმცა! ამ კერძის მთავარი ხიბლი მხოლოდ ორაგული არაა! ჩემი ბოლო დროის აღმოჩენაა მანგოს სალსა - წვნიანი, მოტკბო-მომჟაო არომატით, რომელიც რამდენიც არ უნდა მიირთვათ, არასდროსაა საკმარისი. ისიამოვნეთ მარტივად მოსამზადებელი სადილით, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.

ინგრედიენტები

ორაგულის სოუსისთვის:

მანგოს სალსა:

მომზადება

ვიწყებთ ორაგულის მომზადებას ღუმელში გამოსაცხობად!

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, თუნუქის ფირფიტაზე გადააკარით ალუმინის ფურცელი და მოათავსეთ ორაგული.

საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში კარგად აურიეთ სოუსის ინგრედიენტებ; თუ სოუსი საკმარისად სველი არ გამოვიდა, დაამატეთ ზეითუნის ზეთი. სოუსი გადაუსვით თევზს და მოათავსეთ ღუმელში 10 წუთი. გირჩევთ ძალიან არ გამოაშროთ, რომ თევზს სისველე ქონდეს. მას შემდეგ, რაც თევზი მომზადდება, ღუმელი გადაიყვანეთ შებრაწვის რეჟიმზე (broil) და 5 წუთი მობრაწეთ ორაგულის ზედაპირი. ყურადღებით იყავით არ დაგეწვათ!

რაც შეეხება მანგოს სალსას - მანგოს და ავოკადოს დაჭრის წესს ვიდეოში ნახავთ.

მას შემდეგ რაც მანგოს და ავოკადოს მოათავსებთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ ქინძი, ხახვი, წიწაკა (სურვილისამებრ), მარილი, ლაიმის წვენი და ცესრა და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გასიჯეთ და მითხარით როგორია?

მოხარშეთ ბრინჯი - 1 ჭიქა ბრინჯი 1 + 1/2 წყალთან ერთად მოხარშეთ ისე, რომ არ გადაიქცეს ფაფად. გირჩევთ ბრინჯი წყალში გააჩეროთ მთელი ღამე და მოხარშივდა 3-4 წუთში მზად იქნება.

ღრმა თეფშზე მოათავსეთ ბრინჯი, მანგოს სალსა და ორაგული - სადილი მზადაა!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.