შავი ველური ბრინჯი

05 ოქტ 2020 |

ბევრი შეიძლება დაწერო შავი ბრინჯის უპირატესობაზე, თუმცა რამდენიმეს გამოვყოფთ: შეიცავს ორჯერ მეტ ცილას ვიდრე თეთრი ბრინჯი, მდიდარია ფოლიუმის მჟავით და თითქმის არ შეიცავს ქოლესტერინს. ახლა მთავარია რამდენიმე რეცეპტის მიგნება და ის საპატიო ადგილს დაიკავებს თქვენს სამზარეულოში.

ინგრედიენტები

სოუსი

მომზადება

კარგად გარეცხეთ ბრინჯი გამდინარე წყალში, ერთ ჭიქა ბრინჯს დაასხით სამი ჭიქა წყალი და მოხარშეთ 40-45 წუთის განმავლობაში. მოხარშვის შემდეგ ისევ გადაავლეთ წყალი.გაციებულ ბრინჯთან ერთად ჯამში ჩაყარეთ ბროწეული, რუკოლა და ხახვი. ამასობაში სხვა თასში მოამზადეთ სოუსი. ძმარს და ზეითუნის ზეთე დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, შაქარი, მარილი და პილპილი. კარგად შეურიეთ ერთმანეთში და მოასხით მეორე ჯამში გამზადებულ ბრინჯს.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.