შვრიის ფაფა კარამელიზირებული ბანანით
დილა ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღის მონაკვეთია. არა მარტო იმიტომ, რომ ახალი დღე იწყება და ამით ვარ ბედნიერი, არამედ იმიტომ, რომ საუზმის რიტუალი ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია. ყოველთვის ვცდილობ ჩემი კერძი გემრიელთან და ჯანსაღთან ერთად იყოს ესთეტურად ლამაზი და უცხო. მიყვარს საკუთარი თავის განებივრება... იგივეს გირჩევთ თქვენც :)
ინგრედიენტები
მომზადება
კარამელიზირებული ბანანის მოსამზადებლად დაჭერით ბანანი, მოაყარეთ ოდნავ შაქარი, მოათავსეთ ტაფაზე და საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ მანამ, სანამ ოდნავ ფერს არ შეიცვლის. პატარა ქვაბში კი რძესთან და წყალთან ერთად დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთი მოხარშეთ შვრიის ფანტელები; მოაყარეთ დარიჩინი და სიტკბოსთვის მოასხით ნეკერჩხლის სიროფი. გადმოიღეთ შვრიის ფაფა ჯამში, ზევიდან დაუმატეთ კარამელიზირებული ბანანი, ჩიას პუდინგი, სასურველი ხილი, ნუში, ან ქოქოსის ფანტელები, ოდნავ თაფლი...კარგი განწყობა - გარანტირებულია!