სოკოს კრემ-სუპი

23 ოქტ 2019 |

ოჯახის წევრებისგან ასეთი დიდი გამოხმაურება ჩემს მიერ მომზადებული კერძის მიმართ დიდი ხანია არ მქონია. სოკოს წვნიანის მზადების პროცესში და ფოტოების გადაღების დროს არაერთხელ მომესმა ფრაზა - ,,გთხოვ დროზე გააკეთე", ,,ჩქარა გადაუღე ფოტო", ,,ძალიან არ გაცივდეს"... მეც რა თქმა უნდა ღიმილით ვაგრძელებდი ჩემ საქმეს და თან თქვენზე ვფიქრობდი...წარმოვიდგინე როგორ ამზადებთ ამ უგემრიელეს კერძს და როგორი კმაყოფილი ხართ შედეგით. შემოდგომის გრილ დღეებში, თბილ წვნიანს რა შეედრება... თან ასეთი სოკოს წვნიანს.

ინგრედიენტები

მომზადება

სოკოს წვნიანის მომზადებას ვიწყებთ სოკოს და ხახვის დაჭრით. ამოარჩიეთ სოკოს ლამაზი ნაჭრები და შემინახეთ ბოლოს გასაფორმებლად. ამის შემდეგ, საშუალო ან დიდი ზომის ქვაბში გაადნეთ კარაქი, მოთუშეთ ხახვი, და დაუმატეთ სოკო. დაახლოებით 10 წუთი დატოვეთ ცეცხლზე და თან პერიოდულად ურიეთ. მალე ნახავთ, რომ სოკოს მასა დაპატარავდება და გაუშვებს თავის წვენს. ამის შემდეგ მოაყარეთ ფქვილი და 5 წუთი მოშუშეთ. დაუმატეთ თბილი ბულიონი და სწაფად მოურიეთ, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას სითხეში. მოაყარეთ ბეგქონდარა და დაახლოებით 15-20 წუთი დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ სოკოს წვნიანი. ნახავთ, რომ ფქვილის დახმარებით, წვნიანი მიიღებს სქელ კონსისტენციას. დაუმატეთ ნაღები და 2 წუთი ისევ გააჩერეთ ცეცხლზე. წვნიანი მზადაა!

თქვენ სამი არჩევანი გაქვთ:

1. მთლიანად დააბლენდეროთ წვნიანი.

2.ნახევარი დააბლენდეროთ და სოკოს მთელი ნაჭრებიც იგრძნოთ ჭამის დროს.

3.ან დატოვოთ ისე, როგორც არის, სოკოს მთელი ნაჭრებით.

პატარა ტაფაზე მოასხით ოდნავ ზეთი და მოშუშეთ გადანახული სოკო წვნიანის გასაფორმებლად. მოამზადეთ და ნახავთ, საყვარელ ადამიანებს კიდევ უფრო შეუყვარდებით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.