სტაფილოს ჯანსაღი მაფინები
ხანდახან როგორი მარტივი რეცეპტი გავსებს სიხარულით და ახალი ენერგიით. სტაფილოს მაფინები არის სრულიად ჯანსაღი დესერტი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არც შაქარი, არც ფქვილი, არც რძის პროდუქტები - მთავარ საქმეს თავის თავზე იღებს შვრია და სტაფილო სხვა დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად, რა თქმა უნდა. თბილი მაფინები დილას განსაკუთრებით გაგახალისებთ ყავასთან ან ჩაისთან ერთად, მეტი სიტკბოებისთვის მოასხით თაფლი ან გადაუსვით კარაქი ან არაჟანი სურვილისამებ, დღესვე მოამზადეთ, რომ დარწმუნდით ჩემს სიტყვებში.
ინგრედიენტები
მომზადება
როგორ მოვამზადოთ სტაფილოს მაფინები
აღნიშნული ინგრედიენტები 1-2 წუთი კარგად დააბლენდერეთ. ამასობაში გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსსზე. მოათავსეთ ცომი მაფინის ფორმებში, მოასხით კანოლას სპრეი რომ არ მიიწვას. დაახლოებით 20 წუთი გააჩერეთ ღუმელში და თქვენი ჯანსაღი მაფინები მზადაა!