გრანოლას ბურთები

06 ივლ 2020 |

ხშირად გამიგია, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს საუზმის დრო, არადა დილას მიღებული საკვები ძალიან მნიშვნელობანია, რომ მთელი დღე ენერგიულები ვიყოთ. ამიტომ მარტივ გამოსავალს გთავაზობთ - გრანოლას ბურთებს. ამ ბურთებში ისეთი ინგრედიენტებია გაერთიანებული, რომ ერთი ცალის მიღების შემდეგ აუცილებლად იგრძნობთ ამაღლებულ განწყობას. აივსეთ სასარგებლო კალორიებით და რაც მთავარია, ისიამოვნეთ. ბედნიერ კვირას გისურვებთ!

ინგრედიენტები

მომზადება

თუნუქის საცხობ ფირფიტაზე მოაბნიეთ ნუში, შვრია, ვანილი, ზეთი, ჩია და კარგად აურიეთ ერთმანეთს. 180 გრადისზე გახურებულ ღუმელში გააჩერეთ 8 წუთი, რომ ინგრედიენტები გახდეს ოქროსფერი. როდესაც გაგრილდება, შეურიეთ დაჭრილი ნედლი ფინიკი და ამ ყველაფრისგან გამოგივათ 6 ცალი ბურთულა.


ცოტა ხანი გააჩერეთ ბურთულები საყინულეში, რომ გამაგრდეს და ამოავლეთ დამდნარ შოკოლადში. აღარ მოათავსოთ გრანოლას ბურთულები საყინულეში, მაცივარიც საკმარისია :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.