რაც food4.ge არსებობს, არ გვახსოვს დღე, რომ ტკბილეულის რეცეპტს არ აეფეთქებინოს ჩვენი პლატფორმები. რომ შეიჭყიტოთ ჩვენს Insagram-ზე, ნახავთ, რომ ყველაზე მეტი მოწონება სწორედ დესერტებს აქვს. ვაღიარებთ, ფოტოები ჩვენც დესერტების უფრო მოგვწონს, მაგრამ ამ ბლოგით მინდა შევახსენო ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს food4.ge-ს საფუძვლები :) ჩვენ გაგვაერთიანა სწორმა და დაბალანსებულმა კვებამ. 

ნამდვილად ვერ ვიტყვი უარს იმ სიამოვნებაზე, რაც შოკოლადის ტორტმა ან ჩიზქეიქმა შეიძლება მომანიჭოს. მაგრამ ჩემთვის, ის დღე, როცა სახლში დესერტი მაქვს, საზღვაო კურორტზე არდადეგებს მაგონებს, როცა წელიწადში ერთხელ თავს უფლებას აძლევ მხოლოდ საუკეთესო, თან კალორიული კერძები მიირთვა. 

ამიტომ, ბუნებრივია, ,,ტორტის’’ დღეები გაცილებით უფრო ნაკლებია ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე, ჯანსაღი მენიუ. 

ვფიქრობ 30 წლის ზემოთ ჯანმრთელობა უნდა დავაყენოთ პირველ ადგილას. თუ 19 წლის ასაკში თითქმის ყოველ დღე ზეთიანი ფრანგული ფრი, პიცა და ბურგერი გვეპატიებოდა, ახლა რითი უნდა გავამართლოთ მსგავსი ჩვევები? 


როცა მეკითხებიან ,,რა დიეტას იცავ?'' არანაირს! უბრალოდ მაქსიმალურად ვცდილობ ყოველ დღე მივირთვა ერთი სახეობის ბოსტნეული მაინც.


ამიტომ, მინდა ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც ასეთ აღტაცებაში მოჰყავს food4.ge-ს ტკბილეულობას, რამდენიმე ბოსტნეულზე მოვუყვე, რომელიც ყოველდღიურ რაციონში უნდა შეიყვანონ და თან დავურთო food4.ge-ს რეცეპტების ბმულები, რომლებიც ამ ბოსტნეულით კეთდება.

რატომ? 

იმიტომ რომ ეს არის ჯანმრთელობა!


ისპანახი - მხოლოდ ახალ წელს და ფხალეულობაში რომ გვახსენდება, ერთხელ სცადეთ და სმუსებში, სალათებში, წვნიანებში, ღვეზელებში, ან შემწვარ კვერცში დაამატეთ. თან დღეს უკვე მსხვილი სუპერმარკეტები შედარებით პატარა ისპანახის შეძენის საშუალებას იძლევა. ეს ბოსტნეული ცარიელი ანტიოქსიდანტია, რაც აფერხებს ორგანიზმის დაბერების პროცესს, იცავს მავნე ფაქტორებისგან (მზის გამოსხივება, ჰაერის დაბინძურება…) ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს. 

შეიცავს ვიტამინებს: A, C, K1, B9, B6, E.

რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ფტორს


თოთო ისპანახის სალათა ვაშლით

მწვანე სმუსი

ომლეტი ისპანახის და სოკოს გარნირით

მწვანე სმუსი იმუნიტეტის გასაძლიერებლად



სტაფილო - ჩემი საყვარელი წასახემსებელი. 

შეიცავს ბეტა-კაროტინს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც აძლევს ასეთ ფერს და რაც მთავარია იცავს ორგანიზმს სიმსივნური დაავადებებისგან. სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამნის და ფტორს.  

შეიცავს ვიტამინებს: A, C


გამომცხვარი სტაფილო თაფლით

სტაფილოს წვნიანი

სტაფილო კორეულად

სტაფილოს ნამცხვარი



ბროკოლი - სხვა ბოსტნეულებთან შედარებით ბროკოლი შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს. 

უამრავი რეცეპტი არსებობს ამ ბოსტნეულის დახმარებით, მათ შორის ჩვენს საიტზეც, რაც გაგიმრავალფეროვნებთ ყოველდღიურ რაციონს. მე მიყვარს ბროკოლის მსუბუქი მოწალვა, თუმცა უმსაც მიირთმევენ. 

შეიცავს ვიტამინებს: C, K, ფტორს, რკინას. 


ბროკოლის წვნიანი

ბოსტნეულის ნაგეთსი

ხორცი ბროკოლით აზიურად

ბროკოლის წვნიანი ბავშვებისთვის


ნიორი - სადაც შეიძლება და არ შეიძლება, ყველგან ვამატებ ნიორს :) ძალიან მიყვარს, როცა მსუბუქად იგრძნობა მესამე ან მეოთხე ფენად მისი გემო. ამ ბოსტნეულს საუკუნეების ისტორია აქვს, რომელსაც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე წამლის დატვირთვასაც აძლევდნენ. ნიორს შეუძლია გააძლიეროს ჩვენი იმუნური სისტემა, დაგვეხმაროს არტერიული წნევის დარეგულირებაში, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. 

შეიცავს ვიტამინებს - B6, C, სელენს, მანგანეზს


მოხარშული თევზი გამომცხვარი ნივრის სოუსით

ბადრიჯნის დიფინგი

გამომცხვარი ზღვის ბასი ნივრით და კარაქით

გამომცხვარი ქათამი ნივრით და როზმარინით


კოჭა - იგივე ჯინჯერი, იგივე ჯანჯაფილი. რა ვქნა, ვერა და ვერ შევეჩვიე კოჭას და ჯანჯაფილს, ჩემთვის მაინც ჯინჯერია ეს ბოსტნეული. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მხოლოდ სადილთან, დესერტთანაც. რადგან ჯინჯერი ყველაფერს უხდება. 

აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, 


ქოქოსის რძის წვნიანი

გუმბაო

ქათამი ბრინჯით

ქათმის ხორცი ქარის სოუსით